ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის ფაქტი გარდაბანში

0
144

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეებმა, აგამირ გაჯიევმა და სოინგულუ ვალიევმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარისა და სოფელ კრწანისის მიმდებარედ დაყარეს 36 მ3 მოცულობის სამშენებლო ნარჩენი.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის შესახებ ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

კომენტარები გამორთულია