გერმანიაში რუსთაველი ახალგაზრდის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი ქართველია

0
410

გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ახლობლების ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ქართველია.

არაოფიციალური ცნობით, მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება, რომელიც სუფრაზე დაიწყო. შემთხვევა გერმანიის ქალაქ მანჰაიმში მოხდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით,  გერმანიის მხარემ დაადასტურა, რომ 10 აპრილს, ძალადობრივი ჩარევის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

„ბერლინში საქართველოს საკონსულოს სამსახურში ოფიციალური შეტყობინება გერმანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან ჯერ არ შესულა. გაიმართა სატელეფონო საუბარი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელსა და კონსულს შორის, რა დროსდაც, გერმანულმა მხარემ დაადასტურა, რომ 10 აპრილს ძალადობრივი ჩარევის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. დღეს ჩატარდება ექსპერტიზა. მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით ავტომანქანაში მოკლეს. დაღუპული 32 წლის რუსთაველი მამაკაცია.

კომენტარები გამორთულია