ოქტომბრის თვეში რუსთავს ახალი თანამედროვე სტანდარტების ბაღი შეემატება

0
277

რუსთავში ცურტაველის ქუჩაზე მდებარე #10 საბავშვო ბაღის დემონტაჟი და ახალი ექვს ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობის სამუშაოებისთის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა ახალი ბაღი თნამედროვე სტანდარტების იქნება. პროექტის მიხედვით რომელიც შპს „არიშმა“ მოამზადა ბაღში მოეწყობა, ორი სათამაშო-სასადილო, ორი საძინებელი, ორი ბუფეტი, ორი გასახდელი, ორი ტუალეტი, ასვე იქნება, სამზარეულო, პერსონალის ოთახი,ბოსტნეულის სათავსო, მშრალი პროდუქტის საწყობი, სამედიცინო ოთახი, გასახდელი, სუფთ თეთრეულის სათავსო, თეთრეულის სამრეცხაო, საკონფერენციო ოთახი და სხვა. ბაღში ასევე განთვსებული იქნება ლოგოპედის და ფსიქოლოგის ოთახები. სატენდერო წინადადებების მიღება 27 აპრილს დაიწყება და ორ მაისს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებისთვის მერიამ  1 299 618 ლარი გამოყო. სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 170 კალენდარული დღე განისაზღვრა.

კომენტარები გამორთულია