საგამოძიებო სამსახურმა „ბორჯომისა” და „ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა

0
228

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „ბორჯომისა” და „ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ქალაქ ბორჯომში, ერთ – ერთ მოქალაქეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად მოწყობილი ჰქონდა მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კუსტარული წესით, სისტემატურად ახდენდა ფალსიფიცირებული მინერალური წყალი „ბორჯომის” და „ლიკანის” დამზადებას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი მანქანა დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებული ”ლიკანი” და ”ბორჯომი.”

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 – ე პრიმა მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

კომენტარები გამორთულია