სანაპიროს ქუჩაზე ტროტუარები მოეწყობა

0
416

რუსთავში სანაპიროს ქუჩაზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების სატენდერო ღირებულება 163 766 ლარია. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა ბეტონის ბორდიურები და ფეხით სავალი ნაწილი. აღსანიშნავია რომ სანაპიროს ქუჩაზე ტროტუარები აქამდე არ არსებობდა. სატენდერო წინადადებების მიღება 27 აპრილს დაიწყება და 2 მაისს დასრულდება. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრუელბის გაფორმებიდან 50 კალენდარული დღე აქვს.

კომენტარები გამორთულია