აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მსჯავრდებული შეიწყალა

0
160

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 62 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 29-ს კი, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა.
შეწყალებულებს შორის 4 ქალია. მათგან სამი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს, ერთს კი სასჯელი შეუმცირდა.
შეწყალებია კომისია 4-დან 6 აპრილის ჩათვლით მუშაობდა. კომისიაზე 579 პირის საქმე განიხილეს.
პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.

კომენტარები გამორთულია