ბოლნისში ყველის გადამამუშავებელი ორი საწარმოს პრეზენტაცია მოეწყო

0
394

რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამამ (RED), და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა CENN,   ქვემო ქართლის რეგიონში ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს. ღონისძიების ფარგლებში ორი ყველის გადამამუშავებელი საწარმოს პრეზენტაცია და ოფიციალური გახსნა  მოეწყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი;  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი; შვეიცარიის განვითარების სააგენტოს  (SCO)  რეგიონალური დირექტორი  ოლივიე ბურკი;     ავსტრიის განვითარების საბჭოს  ADC  ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი; რეგიონის გუბერნატორი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ასევე ორგანიზატორი პროექტების  RED  და CENN წარმომადგენლები.

ღონისძიების პირველი ნაწილი სოფელ რატევანში გაიმართა, სადაც დანიის საერთაშირისო განვითარების სააგენტოს (DANIDA), და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) მიერ დაფინანსებული რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED) ის ხელშეწყობით დაფინანსებული ყველის გადამამუშავებელი საწარმო იმ „ბადრი გოგოლაძე“   საზეიმოდ გაიხსნა.  თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღჭურვილ საწარმოში, ყველის წარმოების სრული ტექნოლოგიური პროცესის დემონსტრირება მოხდა.

ღონისძიება სოფელ დისველში გაგრძელდა, სადაც  ეკო მიგრანტ ქალთა კოოპერატივი „დისველის“ პრეზენტაცია მოხდა.  ქალთა კოოპერატივი „დისველი“, RED პროგრამისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების

 

 

 

ქსელის  (СENN) თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.  ღონისძიების მსვლელობისას მოწვეულმა სტუმრებმა RED პროგრამისა და CENN ის თანამშრომლობის წარმატებულ შედეგებზე ისაუბრეს. ასევე  განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა: სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობა და პოტენციალი რეგიონში; ეკო მიგრანტების ეკონომიკური ხელშეწყობის მნიშვნელობა და ქალების როლი დარგის განვითარებაში. აქვე გაშუქდა ქვემო ქართლის ტელევიზიის მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეო ეკო მიგრანტ ქალთა საწარმოზე „დისველი“.

კომენტარები გამორთულია