თბილისს ახალი მუნიციპალური საავტომობილო ბაზა ექნება

0
47

თბილისს ახალი მუნიციპალური საავტომობილო ბაზა ექნება, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ შემადგენლობას მოემსახურება.

ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ობიექტების მშენებლობა: ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმიურ შეკეთებას.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, EBRD-ს და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდის (E5P) ყველა დონორს ფონდში შეტანილი წვლილისა და პროექტების მხარდაჭერისთვის და ასევე, მზაობისთვის მხარი დაუჭირონ საქართველოში ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტში 7 მლნ ევრო ევროკავშირის გრანტს წარმოადგენს, რაც არის საჩუქარი და ევროკავშირის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აღნიშნულ პროექტში.

კომენტარები გამორთულია