თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ბიუროკრატიის შემცირებას გამოიწვევს – კახა კალაძე

0
399

7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება და მათი სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება,  ქვეყანაში ბიუროკრატიის შემცირებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ ისაუბრა. ენერგეტიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ამით შემცირდება ბიუროკრატია და შესაბამისად  სისტემა უფრო მოქნილი გახდება, რაც გადაწყვეტილების მიღებას უფრო გაამარტივებს.

“თავიდან ჩვენ ვიყავით ინიციატორები ამ რეფორმის – კოალიცია “ქართული ოცნება”, თუმცა პრაქტიკაში გამოიკვეთა ძალიან ბევრი ხარვეზი და ძალიან ბევრი პრობლემები მუშაობის დროს. გაჩნდა უფრო მეტი ბიუროკრატია. შესაბამისად, გადაწყვეტილებების მირების დროს, აღსრულების ნაწილში იყო მხოლოდ პრობლემები. ვფიქრობ, გაერთიანებიშ შემთხვევაში, სისტემა უფრო მოქნილი იქნება – უფრო იოლიად იქნება შესაძლებელი გადაწყვეტილების მიღება,” – განაცხადა კალაძემ.

როგორც ვიცე–პრემიერი ამბობს, პარლამენტი თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხოლო თუ მათი მხრიდან გაჟღერდება ისეთი მოსაზრებები, რისი გათვალისწინებაც საჭიროა, საკანონმდებლო ორგანოში მას აუცილებლად გაიზიარებენ.

125–ზემეტი არასამთავრობო ორგანიზაცია 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების არგუმენტებს 5 კონტრარგუმენტით პასუხობს. მათი განცხადებით, სამინისტროს არგუმენტები უზუსტობებს შეიცავს. ისინი აცხადებენ, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით შემცირდება რეგიონებში დემოკრატიის ხარისხი.

კომენტარები გამორთულია