მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ჭაბურღილის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოსაპოვებელად აუქციონი გამოცხადდა

0
300

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჩაგანის ტერიტორიაზე, ჭაბურღილის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოსაპოვებელად აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონზე გატანილია მიწისქვეშა მტკნარი წყალი კომუნალური და სოფლის წყალსადენებისათვის, მოსაპოვებელი წიაღისეულის მოცულობა – 547 500 მ3/შეადგენს წელიწადში.

ლიცენზიის საწყისი ღირებულება 11 000 ლარია, ჭაბურღილით სარგებლობის ვადა კი 25 წელი.

აღწერილობა:

) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული დადალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს,დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროებისშემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიცუზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული)ჩარევისაგან;
) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიცუზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი წყლის  მოპოვება განახორციელოსდამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად,აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათმუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ანსხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი წყლის  მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;
) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა დასტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველისჩვენების აღების საშუალება;
) ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიატის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებითახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პირი;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭაბურღილის თავმორთულობის მოწესრიგება და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგული დაკვირვებები წყლის დებიტზე, ტემპერატურასა და ქიმიურ შედგენილობაზე;
თ) მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით, ლიცენზიის მიღებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, უზრუნველყოს წყლის მარაგების გამოთვლა და მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა;
ი) ლიცენზიის მფლობელმა უზრუნველყოს სანიტარული ზონების დაცვა;
) ლიცენზიის მფლობელმა ექსპლუატაციის პერიოდში უზრუნველყოს მუდმივი ჰიდროქიმიურრეჟიმულიდაკვირვებები და სანიტარულბაქტერიოლოგიური კონტროლი;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58დადგენილებით დამტკიცებული დებულებასასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ“.
მ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისშესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლადწარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელიმოცულობის მითითებით).
ნ) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოსგარემოსდაცვითი კანონმდებლობით  და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები,აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

უქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს

აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში

კომენტარები გამორთულია