სააღდგომო ნობათი რუსთაველებს

0
153

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით რუსთავის მერიის ინიციატივით სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე უფასო სასადილოს ბენფიციარებს, მოხუცთა სახლის ბინადრებს, შშმ პირთ დღის ცენტრის  ბენეფიციარებს და იმ ოჯახებს ვისაც სოციალური პროგრამით სარგებლობა არ შეუძლიათ და გარკვეული მიზეზების გამო სოციალური დახმარება მოხსნილი აქვთ, საადღესასწაულო ნობათი გადაეცემათ.

დღეს ქალაქის მერი დავით ჯიქია  და მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი სწორედ სოციალური  პროგრამით ვერ მოსარგებლე, თუმცა მრავალშივილიან და გაჭირვებულ ხუთ ოჯახს ესტუმრნენ. მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა ოჯახებს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული წინასწარ მიულოცეს და სასაჩუქრე კალათა პირადად გადასცეს.

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY