სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და სემეკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0
148

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს ხელი უწყების ხელმძღვანელებმა მოაწერეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სემეკის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განცხადებით, მარეგულირებელ კომისიას გააჩნია დეტალური და ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების შესახებ, რაც საქსტატს საშუალებას მისცემს გაზარდოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული სტატისტიკური მონაცემების ხარისხი და შესაბამისი პროდუქტების მრავალფეროვნება.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, მერი დაუშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, რადგან ის ხელს შეუწყობს საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის დროულ და ხარისხიან მიწოდებას დაინტერესებული მხარისთვის. მისი თქმით, საქსტატი მარეგულირებელ კომისიას მის ინტერესების სფეროში შემავალი სტატისტიკური პროდუქტებით უზრუნველჰყოფს.

გაფორმებული მემორანდუმის წინაპირობას წარმოადგენს ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეგულაციების 1099/2008 (EC) და დირექტივების 2008/92/EC, აგრეთვე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

კომენტარები გამორთულია