ქალთა დაწესებულებაში ხუთი სამ წლამდე ბავშვი იმყოფება

0
268

ქალთა მე-5 კოლონიაში ერთ თვემდე ასაკის ერთი მცირეწლოვანი ცხოვრობს. სულ ქალთა დაწესებულებაში  ამ ეტაპისთვის, ხუთი სამ წლამდე ბავშვი იმყოფება. imedinews-ს ინფორმაცია  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაუდასტურეს.

პატიმრობის კოდექსი 3 წლამდე ბავშვის ციხეში დედასთან ერთად ყოფნას ითვალისწინებს. ამისთვის აუცილებელია დედის სურვილი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების  ნებართვა და ადმინისტრაციის თანხმობა. ადმინისტრაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ითვალისწინებს.

პარლამენტში განსახილველად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტია შესული, რომელიც  დედებს უფლებას მისცემს უქმე და დასვენების დღეებში დაწესებულება დატოვონ.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები გამორთულია