12-28 აპრილს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR გადასახადის გადამხდელებს 19 ლოკაციაზე მოემსახურება

0
352

12 – 28 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – მომსახურებას გაუწევს იმ რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები. მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელები შეძლებენ, მათთვის მოსახერხებელ ადგილას, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი. მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს საშუალება ექნება, მიიღოს შემდეგი ელექტრონული მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირებიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. ამასთან, მოხდება, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ

 

ტერიტორია თარიღი RS CAR-ის განთავსების მისამართი საათები
ვანი 12.04.2017 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
ახმეტა 12.04.2017 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ.N49 (გამგეობის შენობასთან) 10:00-17:00
მარტვილი 13.04.2017 თავისუფლების 10 (მუზეუმის წინ) 10:00-17:00
დუშეთი 13.04.2017 რუსთაველის ქ.N27 (დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი); 10:00-17:00
აბაშა 19.04.2017 ჯორჯიკიას ქ.N3  (ლიბერთი ბანკის წინ) 10:00-17:00
ადიგენი 19.04.2017 თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი  (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
ხობი 20.04.2017 ცოტნე დადიანის 190  (ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
ნინოწმინდა 20.04.2017 პუშკინის ქუჩა (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
თერჯოლა 21.04.2017 რუსთაველის ქ. N106 გამგეობის მიმდებარედ 10:00-17:00
ასპინძა 21.04.2017 მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი  (თიბისი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
ხარაგაული 24.04.2017 9 აპრილის 15  (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
საჩხერე 24.04.2017 თავისუფლების ქ.N4 (გამგეობის მიმდებარედ) 10:00-17:00
ლენტეხი 25.04.2017 თამარ მეფის ქ.N24 (გამგეობის შენობის წინ) 10:00-17:00
ტყიბული 25.04.2017 კარლო ლომაძის მოედანი  (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
ცაგერი 26.04.2017 რუსთაველის ქ.N64 (გამგეობის შენობის წინ) 10:00-17:00
წალენჯიხა 27.04.2017 გამსახურდიას 2 (ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
ნორიო 27.04.2017 გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
ჩხოროწყუ 28.04.2017 აღმაშენებლის  N1  (გამგეობის  მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00
მარტყოფი 28.04.2017 მარტყოფი ქ.N1 (საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია) 10:00-17:00

კომენტარები გამორთულია