აშშ-მა ავღანეთში ყველაზე მძლავრი არაატომური ბომბი ჩამოაგდო

0
334

აშშ-ის ჯარმა ავღანეთში უზარმაზარი ბომბი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

GBU-43/B მასიური საარტილერიო საჰაერო ბომბი (MOAB) ადგილობირივი დროით ხუთშაბათს, 7 საათზე ჩამოაგდეს.

MOAB ცნობილია როგორც “ყველა ბობმის დედა”. ის 9,7 ათას კილოგრამზე მეტს იწონის და ამერიკის ყველაზე მძლავრი არაატომური ბომბია.

ოფიციალური ინფორმაციით, ბომბი განკუთვნილი იყო ISIS-ის წევრებისა და ტუნელებისთვის. ეს არის MOAB-ის ბრძოლის ველზე გამოყენების პირველი შემთხვევა.

წყარო: on.ge

კომენტარები გამორთულია