გარდაბნის მუნიციპალიტეტი 12 829 ლარის კონდიციონერებს შეიძენს

0
242

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 21 კონდიციონერის შესასყიდან ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად კდელის კონდიციონერების შესასყიდი ღირებულება 12 829 ლარს შეადგენს.

ტენდერის პირობების მიხედვით 5 კონდიციონერის მახასიათებლები ასე გამოიყურება:

  • კედლის კონდიციონერი: გარანტია: არანაკლებ 2 წელი
  • ტიპი: სპლიტ-სისტემა (ზამთარ/ზაფხული)
  • რეკომენდებული ფართობი მონტაჟისთვის: 55-60 კვ.მ
  • ფუნქციები: გათბობა, გაგრილება, ჰაერის გაშრობა, ჰაერის ვენტილაცია
  • გაგრილების სიმძლავრე კვტ: 5,30 კვტ
  • გათბობის სიმძლავრე კვტ: 5,65 კვტ
  • გაგრილებისას (ელ.ხარჯი): 1640 ვატი
  • გათბობისას (ელ.ხარჯი): 1510 ვატი
  • ხმაურიანობის დონე (შიდა ბლოკი): 44 db
  • ხმაურიანობის დონე (გარე ბლოკი): 53 db
  • დამატებითი რეჟიმები: რეჟიმისა ვტომატური არჩევა, ჰაერის ნაკადის რეგულირება, 24 საათიანი ტაიმერი
  • შიდა ბლოკის ზომა: 970 X 315 X 235 მმ
  • მართვა: დისტანციური
  • ფილტრისტიპი: HEPA ფილტრი, ანტიბაქტერიული ფილტრი
  • ფრეონის ტიპი: R410ა
  • კომპრესორის რაოდენობა: 1
  • ელექტრო მოხმარების კლასი: A
  • ფერი: თეთრი
  • დაბერვის სიმძლავრე: 1000 კუბური მეტრი/საათში
  • შიდა ბლოკის წონა: 13 კგ
  • ტექსტური დისპლეი: LCD ეკრანი
  • გარე ბლოკის წონა: 37 კგ.

დარჩენი 16 კონდიონერის მახასიათებლები კი შემდეგ ფუნქციებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • კედლის კონდიციონერი: გარანტია: არანაკლებ 2 წელი
  • ტიპი: სპლიტ სისტემა
  • რეკომენდებული ფართობი მონტაჟისთვის: 25-30კვ/მ
  • ფუნქციები: რეჟიმები: გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია
  • გაგრილების სიმძლავრე კვტ: 2,8 კვტ
  • გათბობის სიმძლვრე კვტ: 2,85კვტ
  • გაგრილებისას (ელ.ხარჯი): 0.755
  • გათბობისას (ელ.ხარჯი): 0.750
  • ხმაურიანობის დონე: 35db~39db
  • შიდა ბლოკის ზომა: 790*262*192
  • მართვა: დისტანციური
  • ფილტრის ტიპი: მიკროფილტრი
  • გარე ბლოკის ზომა: 715*482*240
  • ფრეონის ტიპი: R410A
  • კომპრესორის რაოდენობა: 1
  • ელექტრომოხმარების კლასი: A
  • ფერი: თეთრი
  • შიდა ბლოკის წონა: 7.5
  • ტექსტური დისპლეი: LCD ეკრანი
  • გარე ბლოკის წონა: 28

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს კონდიციონერების ტრანსპორტირება და დამონტაჟება. წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 20 აპრილს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კონდიციონერების დამონტაჟების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღე აქვს განსაზღვრული.

კომენტარები გამორთულია