რა საკითხებზე მიმართავენ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეები

0
245

რუსთავის 30-ე ოლქის მაჟორიტარის ბიურომ ამ ეტაპისთვის დაახლოებით 200-მდე მოქალაქის მიღება განახორციელა. უშუალოდ მაჟორიტარი გიორგი ბეგაძე კი 100-მდე მოქალაქეს შეხვდა. ძირითადი პრობლემური საკითხები რაზეც ადგილობრივები მაჟორიტარს მიმართავენ ასე გამოიყურება:

  • დასაქმება;
  • შუამდგომლობა ოპერაციისა და მედიკამენტების დაფინანსებაზე;
  • კორპუსებში და ეზოებში არსებული პრობელემები;
  • წლების წინ საერთო საცხოვრებელში მოსახლეობაზე გადაცემული ფართების პრიტავიზაცია;
  • იაღლუჯის ტერიტორიაზე წლების წინ გადაცემული მიწების რეგისტრაცია;
  • სამოქალაქო სექტორში არსებული სხვადასხვა პრობლემები;

ბიურო შესული განცხადებების საფუძველზე ადგილობრივ თვითმართველობას, საკრებულოას და  შესაბამის სამსახურს წერილობით მიმართვს. ამ დროისთვის უკვე განხორციელდა შუამდგომლობა ადგილობრივ თვითმართველობასთან, ოპერაციების, მედიკამენტების დასაფინანსებლად, ასევე სამოქალაქო სექტორში არსებული პრობლემების ეფექტურად აღმოსაფხვრელად;  ბიუროს ინფომრაციით შუამდგომლობა განხორციელდა სხვა საჯარო სამსახურებთანაც.

რაც შეეეხება რუსთავის 29-ე ოლქის მაჟორიტარის ბიუროს, სულ 650-მდე მოქალაქის განცხადება შევიდა. შესული განცხადებები და მოსახლოების პრობლემები, თითქმის 30-ე ოლქის იდენტურია. გამოკვეთილი აქაც დასაქმება და სოციალური პრობლემებია. ბიუროს ინფომრაციით, პაატა მხეიძის უშუალო მონაწილეობით მოხდა ინტერნატებში, გრანელის ქუჩაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების გაზიფიცირება და მარის არხის დასახლებაში მიწების საკუთრებაში დაკანონება.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან შუამდგომლობისთვის, ბიუროებიდან წერილობით გაგზავნილი განცხადებები მერიის კანცელარიაში ჩეულებრივი პრინციპით შედის, ისე როგორც ნებისმიერი მოქალაქის განცხადება და არსებული საკითხების მოსაგვარებლად, შესაბამისი ღონისძიებები კანონით გათვალისწინებულ ვადებში ხორციელდება.

მერიაში აცხადებენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატების შუამდგომლობა არ განიხილება განსაკუთრებულ შემთხვევად და მასზე რეაგირება იგივე პრონციპით ხდება, როგორც სხვა დანარჩენი მიმართვების შემთხვევაში.

ნინო ბერიძე
რუსთავი
(C) Telegraph.ge

კომენტარები გამორთულია