რუსთავის “რუსთავმა” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა

0
302

რუსთავის ფოლადის სტადიონზე ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს რუსთავის “რუსთავი” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდნენ. რუსთავმა ბოლნისის “სიონი” დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე ზვიად ლობჯანიძემ გაიტანა. გამარჯვების შემდეგ “რუსთავს” 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

მორიგ მატჩს “რუსთავი” 21 აპრილს “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები გამორთულია