„ქართული ენა – გზა ჩემი წარმატებისკენ“ – ესეების კონკურსი 

0
591

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ესეების კონკურსი თემაზე – „ქართული ენა – გზა ჩემი წარმატებისაკენ“ გამოცხადდა. კონკურსის მიზანია ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.
კონკურსია დღეს დაიწყო და 20 მაისს დასრულდება.
ესეების კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს გაეროს ასოციაცია.
კონკურსის პირობები ასე გამოიყურება:
➢ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ IX-XII კლასების მოსწავლეებს.
➢ კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ესე თემაზე „ქართული ენა – გზა ჩემი წარმატებისკენ“.
➢ ესეს მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ 150 სიტყვა.
➢ ესე მიიღება როგორც ელექტრონული, ასევე ნაბეჭდი და ხელნაწერი სახით.
➢ ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.
გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის მეშვეობით მოხდება. სულ 4 გამარჯვებული გამოვლინდება.
გამარჯვებულებს, 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გადასცემს დიპლომებს და სპეციალურ საჩუქრებს პლანშეტების სახით.
შეფასების კრიტერიუმები:
➢ შინაარსის თემასთან შესაბამისობა;
➢ თხრობის, აზრის ლაკონურად გადმოცემის უნარი;
➢ ტექსტის გრამატიკულ-შინაარსობრივი გამართულობა;

ესეს გაგზავნა აპლიკანტებს 20 მაისამდე, შემდეგ მისამართზე: press@smr.gov.ge შეუძლიათ.
ასევე ხელნაწერი ესეს წარმოდგენა შესაძლებელია მისამართზე: თბილისი, გ. ლეონიძის 3/5, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; (საკონტაქტო ინფორმაცია: მანანა მჭედლიშვილი – 577 999 773);
ან დაუკავშირდით:
➢ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზაურ დარგალი 591 300 036;
➢ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი – არტიუშ მელქონიანი – 593 381 038;

კომენტარები გამორთულია