შშმ პირებისთვის პანდუსები მოეწყობა

0
299

რუსთავში ექვს მისამართზე შშმ პირებისთვის პანდუსები მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თნახმად სამუშაოების შესასრულებლად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 160 დღე აქვს. წინადადებების მიღება 30 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 093 ლარი გამოყო. პანდუსების მოსაწყობად პროექტი შპს “არიშმა” და შპს “G.M.G” შეადგინა. შშმ პირთათვის პანდუსების მოწყობა შემდეგ მისამართებზე განხრციელდება:
⦁ VIII მკრ #18-ში
⦁ XXI მკრ #10-ში მესამე სადარბაზო
⦁ XII მიკრორაიონში #31 კორპუსის პირველ სადარბაზო
⦁ XII მიკრორაიონში #1 კორპუსის მე-2, მე-3, მე-6 და მე-10 სადარბაზოები
⦁ XXI მკრ #5 III სადარბაზო
⦁ VI მიოკრორაიონის #6 კორპუსის მე-2 სადარბაზო

კომენტარები გამორთულია