დაბინძურების მონიტორინგი რეგიონებში მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით ხორციელდება

0
280

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს და მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან უკვე მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს სტუმრობდა სადაც ექსპრეს-ლაბორატორიის სამუშაო პროცესს პირადად გაეცნო. სპეციალისტებმა დედოფლისწყაროში ატმოსფერული ჰაერის , წყლის, ნიადაგის ხმაურის და ელ. გამოსხივების კვლევები განახორციელეს და მოსახლეობას გარემოს მონიტორინგის დაბინძურების შედეგები ადგილზე გააცნეს.

სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მიცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს.

ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით, კვლევები მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებს.

კომენტარები გამორთულია