პაატა ბურჭულაძე მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა

0
272

პაატა ბურჭულაძე რუსეთში, პეტერბურგის მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. გავრცელებული იფორმაციით,  ბურჭულაძე მოვალეობის შესრულებას 2017 წლის პირველი ივლისიდან შეუდგება, თეატრის დასს კი 18 აპრილს წარუდგენენ. თეატრის დასის მართვის გარდა, ბურჭულაძე თავადაც დადგება სცენაზე.

პაატა ბურჭულაძე მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალია. მან 2016 წელს საქართველოში პარტია, მოძრაობა ხალხისთვის, დაარსა, თუმცა მაშ შემდეგ, რაც მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერიც ვერ გადალახა, პოლიტიკას ჩამოშორდა. ის ასევე ფონდ “იავნანას” დამფუძნებელია.

კომენტარები გამორთულია