რუსთავში 39 წლის მამაკაცს ეძებენ

0
809

რუსთავში 39 წლის მამაკაცს ეძებენ. ოჯახის წევრების განცხადებით, ელგუჯა სოფრომაძე სახლიდან ორშაბათს, 10 აპრილს გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. მან სახლიდან გასვლისას წერილი დატოვა, ახლობლების განცხადებით წერილში არაფერი არ წერია ისეთი, რომ რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლეოდეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, დაკარგულ პიროვნებასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში გუშინ შევიდა. ამ ეტაპზე კი შესაბამისი სამძებრო ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.

რაიმე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დარეკეთ მოცემულ ნომერზე: 555 443 483 ან 112-ში

კომენტარები გამორთულია