ავტომობილი ქვეითად მოსიარულე გოგონას დაეჯახა

0
402

“საშინელება მოხდა. ასეთი არაფერი მინახავს. ვაკეში, გუდვილის ასახვევთან ჯიპმა მკვეთრად დაატორმუზა და უცებ ჩემი მანქანის წინ გოგო გადმოფრინდა… ცოცხალია და იმედია კარგად იქნება… მძღოლი ადგილზეა” – წერს ინტერნეტმომხმარებელი, რომელიც ვაკეში მომხდარ შემთხვევას შეესწრო.

ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულე გოგონას ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა სავაჭრო ცენტრ “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც Ambebi.ge-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, გოგონას პოლიტრამვები აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში გადაყვანის მომენტში კონტაქტური იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები გამორთულია