ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ ერთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა

0
686

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი რვა წლის ბავშვი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

წყარო: NewPress.ge

NO COMMENTS