მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან

0
294

ქრისტიანული სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად ემზადება. ათასობით მორწმუნე დილიდან იერუსალიმის ძველ ქალაქში იკრიბება, სადაც წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან.

მაცხოვრის აღდგომის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების მიერ შემოწმების შემდეგ კუვუკლიაში, სადაც მაცხოვრის საფლავი მდებარეობს, ტრადიციულად იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი შევა და ილოცებს. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ მას პირველად ბეთლემში ჩაიტანენ, შემდეგ კი ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში გაავრცელებენ.

საქართველოში წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან ჩარტერული რეისით დღეს, 23:30 საათზე, ჩამოიტანენ.

კომენტარები გამორთულია