მუშაობის დაწყების მიზნით 1165-მა ბავშვმა სკოლა დატოვა

0
438

საალხო დამცველის ანგარიშიდან გამომდინარე გასული წლების მსგავსად, ქვეყანაში კვლავაც პრობლემურია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებრივი მდომარეობა. ომბუდსმენის ანგარიშში ნათლად არის აღწერილი, ბავშვთა შრომის სფეროში საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და ის სახელმწიფოსგან ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს. ერთ-ერთი საყურადღებო საკითხი, რომელზეც ანგარიშშია საუბრაი, არის ის, რომ ხშირად ბავშებს მუშაობის გამო სკოლის დატოვება უწევთ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს, სხვადასხვა საფუძვლით, საბაზო საფეხურის (9 კლასის) დასრულებამდე სწავლა შეწყვიტა 3 556 არასრულწლოვანმა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ – 6 449 არასრულწლოვანმა. რაც შეეხება მუშაობის დაწყების მიზნით სწავლის შეწყვეტას, ანგარიშიშის მიხედვით ირკევავ რომ ამ მიზეზით  სულ 1165-მა ბავშვმა დატოვა სკოლა.

2015–2016 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებულ ბავშვთა სავარაუდო შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები. კერძოდ, ბავშვებს უხდებოდათ თავიანთ ასაკთან შეუსაბამო შრომითი სამუშაოების შესრულება სხვადასხვა კერძო სამუშაოებზე, რაც საფრთხეს უქმნიდა ბავშვების განათლებისა და ჯანდაცვის უფლების ეფექტიან აღსრულებას. წამყვანი ფაქტორი, რის გამოც ბავშვებს უხდებათ თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკური განვითარების დონესთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონეა. აღნიშნული ფაქტორების კვალდაკვალ, უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს პასუხისმგებელი უწყებების პოზიტიური ვალდებულების შესრულების ნაკლებეფექტიანობაც. კერძოდ, ხშირ შემთხვევებში დროულად არ ვლინდება ბავშვთა შრომისა თუ შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევები. ასევე, განსაკუთრებით აქტუალურია საკურორტო ადგილებში, ზღვის სანაპიროზე ბავშვთა შრომის საკითხი. არასრულწლოვნებს, სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სეზონურად საკმაოდ მძიმე სამუშაოს შესრულება უხდებათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ხშირია ბავშვთა შრომის საფუძველზე სკოლის მიტოვების შემთხვევები და ოჯახებში სეზონური სამუშაოების შესრულების მიზეზით სკოლის გაცდენის ფაქტები.

ომბუდსმენი აღნიშნული პორობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფოს ეფექტიან მუშაობაზე მიუთითებს. „ეროვნული კანონმდებლობით დადგენილია მინიმალური სტანდარტები არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების სფეროში; კანონმდებლობა არეგულირებს ბავშვთა შრომითი უფლებების ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა არასრულწლოვანთა შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა, მინიმალური ასაკი, შრომითი პირობებისადმი მიმართული მოთხოვნები და სხვა. მიუხედავად აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციებისა, პრაქტიკაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დაცვისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის კუთხით. არ მოქმედებს ეფექტიანი მონიტორინგისა და შემთხვევათა გამოვლენის სისტემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლების მსგავსად, ქვეყანაში კვლავაც პრობლემურია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხები, მათი დაცვისა და დახმარების სისტემის ეფექტიანობა.“

 

კომენტარები გამორთულია