ჯანდაცვის სამინისტრო 10 რეანიმობილს შეიძენს

0
280

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 10 რეანომობილს შეიძენს. სასწრაფო სამედიცონო დახმარების ავტომაქანების შესაძენად სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამინისტრომ მანქანების შესაძენად 1 723 170 ლარი გამოყო. წინადადებების მიღება 23 აპრილს დაიწყება და 28 აპრილს დასრულება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ხელშეკრულების გაფორმებიდან, სამინისტროსთვის აღნიშნული ავტომანქანების ჩასაბარებლად 150 კალენდარული დღე აქვს განსაზღვრული.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელმა ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის უნდა მოიცვას საქართველოს ტერიტორია, ავტომობილებზე სრული სერვისის მომსახურეობის ცენტრები განთავსებული უნდა იქნას ქ. თბილისში, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში, ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გეგმიური მომსახურეობის, თუ გაუთვალისწინებელი სერვისების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება, შემსყიდველის ხარჯებით გადაყვანილი იქნება მიმწოდებლის უახლოვეს სერვის ცენტრში, ხოლო რაც შეეხება სერვისს, მიმწოდებელი თუ ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით შეთანხმებულ სერვის ცენტრში ავტომობილის დაზიანების აღმოფხვრას და საჭირო გახდება მისი სხვა სერვის ცენტრში გადაყვანა, სხვა სერვის ცენტრში ავტომობილის გადაყვანას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.  მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ზემოაღნიშნულ რეგიონებში (თითოეულ რეგიონში) ერთდროულად არანაკლებ სამი ავტომობილის მიღების შესაძლებლობა (არანაკლებ 3 ბოქსი).

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, რეანომობილების შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს: https://tenders.procurement.gov.ge/public/lib/files.php?mode=que&file=48309&code=1491574760

კომენტარები გამორთულია