ამერიკის პრეზიდენტი ახალ ბრძანებაზე ხელის მოსაწერად ემზადება

0
1949

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალ ბრძანებაზე ხელის მოსაწერად ემზადება. დოკუმენტი სახელწოდებით “იყიდე ამერიკული, დაიქირავე ამერიკელი” (Buy American, Hire American) გავლენას იქონიებს სამუშაო ვიზაზე (H-1B) და მიზნად ისახავს ამერიკული პროდუქციის პოპულარიზაციას.

დოკუმენტზე ხელის მოწერა 18 აპრილს ვისკონსინის ქალაქ კენოშაში იგეგმება.

სამუშაო ვიზა H-1B, 1990 წელს კონგრესის გადაწყვეტილებით შეიქმნა, რათა დიდ კომპანიებს უცხოელი გამოცდილი და პროფესიონალი პერსონალით შეძლებოდათ კადრების შევსება. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ზოგიერთ კომპანიას ურჩევნია დაასაქმოს უცხოელი, რადგან ისინი ამერიკელებთან შედარებით ბევრად ნაკლებ ანაზღაურებაზეც თანახმა არიან.

 

კომენტარები გამორთულია