გარდაბანში მრავალფუნქციური საავადმყოფო აშენდება

0
329

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. გარდაბანში დ. აღმაშენებლის #27 მდებარე 10876 მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე გამოვიდა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია,  2 წელში გახსნას მრავალფუნქციური საავადმყოფო რომელსაც ასევე სავალდებულოა, რომ ჰქონდეს სატიონარი/ამბულატორია, ემერჯენსი, კარდიოლოგია, ბავშვთა პედიატრია და გახსნიდან 10  წლის განმავლობაში შეინარჩუნოს საავადმყოფოს პროფილი.

ქონების განკარგვის ღირებულება ამ ეტაპზე 43 200 ლარს შეადგენს. აუქციონი 10 მაისს დასრულდება.

აუქციონის დეტალები იხილეთ ბმულზე https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/423850

 

კომენტარები გამორთულია