იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სანქციები მკაცრდება

0
387

კანონპრეოქტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. სიახლე დანაშაულის მძიმე კატეგორიაში გადასვლას ითვალისწინებს. პროექტის შესაბამისად, იცვლება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღებისათვის.

შესაბამისად, იზრდება ამ ბრალდებით გათვალისწინებული პატიმრობის ვადაც. ამჟამად დანაშაული 3-დან 4 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. კანონპრეოქტის მიხედვით, მაქსიმალური სასჯელი 6 წელია.

პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. სხდომაზე კანონპროექტის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარადგენს.

კომენტარები გამორთულია