იმერული ყველი, რომელიც რძის პროდუქტს არ წარმოადგენს

0
1321

momxmarebeli.ge  ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში შეძენელი იმერული ყველის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„2017 წლის 26 მარტს, მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაფარული კომენტარი გამოგვიგზავნა და გვთხოვა, მაღაზია „ორ ნაბიჯ“-ში გასაყიდი იმერული ყველის შემოწმება. მომხმარებლის განმარტებით პროდუქტს არა აქვს ყველის გემო.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 4 აპრილს, მომხმარებლის მიერ მითითებულ „ორი ნაბიჯი“-ს ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინეთ პროდუქტი „იმერული“, რომელიც გამყიდველმა ყველის დასახელებით შემოგვთავაზა, თუმცა მაღაზიის მიერ პროდუქტზე დაკრულ ეტიკეტზე და ასევე შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშიც პროდუქტის დასახელებად მითითებულია „იმერული“.

მიუხედავად იმისა, რომ ეტიკეტის მიხედვით მოცემული სურსათი რძის პროდუქტს არ წარმოადგენს, გადავწყვიტეთ, მაინც შეგვემოწმებინა ეს პროდუქტი, იმისთვის რომ მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია რა პროდუქტს ყიდულობს დასახელება „იმერული“-ს სახით.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტ „იმერულ“-ში საერთო ცხიმი 24,2% აღმოჩნდა, ხოლო საერთო ცხიმში რძის ცხიმის შემცველობა — 0%. ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემული პროდუქტი ყველი არ არის.”

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY