პარლამენტში აზარტული თამაშობების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

0
351

18 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა პარლამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივაზე, აზარტული თამაშობების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე. მისი განმარტებით საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს, რომ სახელმწიფომ დაიწყოს მუშაობა ამ სფეროს რეგულაციებზე, რამდენდაც აზარტულ თამაშებზე წვდომა არის ძალიან მარტივი, ასევე მარტივია წვდომა საერთაშორისო ონლაინსერვისებზე, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანებს და რის შედეგადაც ქვეყნიდან დიდი რაოდენობით თანხები გაედინება, ამდენად სახელმწიფო დაინტერესებულია მოხდეს პროცესის რეგულაცია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ მიმართულებით მომუშავე ჯგუფის შექმნას.

[yop_poll id=”12″]

კომენტარები გამორთულია