როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

0
451

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ძირითადად მშრალი ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში კი მცირედ იწვიმებს, მოსალოდნელია ელჭექი, დროდადრო ძლიერი მოღრუბლულობა. მაღალ მთაში შესაძლოა მოთოვოს.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 7-12 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი ჰაერი 22-27 გრადუსამდე გათბება. მაღალ მთაში ტემპერატურა ღამით მინუს 3 პლუს 2 გრადუსს შორის იმერყევებს, ხოლო დღისით 10-15 გრადუსამდე აიწევს ნულს ზემოთ.

დასავლეთ საქართველოში ქარის სიძლიერე 10-15 მ/წმ-ს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთში სუსტი ქარი დაუბერავს. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 10-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო დღისით — 23-28 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 0-5 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო დღისით 15-20 გრადუსი ნულს ზემოთ.
რუსთავში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 10 გრადუსი იქნება, დღისით კი — 25 გრადუსი.

 

კომენტარები გამორთულია