რუსთავის მერიაში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოებაზე შეხვერდა გაიმართა

0
61

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაშვილმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანინდას (DANINDA) დაფინანსებული პროექტი „ენერგოაუდიტორების ტრეინინგი და სერტიფიცირება და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია“ წარუდგინა. ცენტრის ხელმძღვანელმა მის რენტაბელურობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნული პროექტი ენერგორესუსრებისა და ფინანსების დაზოგვას ითვალისწინებს.

პროექტის მიზანს საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერი ექვსი ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, ახალციხე და ბოლნისი) საზოგადოებრივ შენობებში ენერგოდამზოგი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. თითოეულ ქალაქში ჩატარდება ცნობიერების ამაღლების ერთწლიანი კამპანია იმ საზოგადოებრივ შენობებში, რომელთა მენეჯერები დაინტერესებულები არიან მათ შენობებში ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებით. კამპანიაში ჩართული იქნება სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების შენობა, მაგ.: სკოლები, საბავშვო ბაღები, ადმინისტრაციული და ა.შ.

საზოგადოებრივ შენობებში სწორი ენერგომენეჯმენტის საკითხების შესახებ, ენერგომენეჯმენტზე პასუხისმგებელი პერსონალისა და შენობების მენეჯერებისთვის საინფორმაციო სემინარები გაიმართება.

ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გავრცელდება პოსტერები, ლიფლეტები, ბანერები, ბილბორდები, რაც, თავის მხრივ, შენობების მომხმარებელთა ინფორმირებასა და სტიმულირებას მოახდენს, განახორციელონ ენერგოდაზოგვითი ღონისძიებები. იგეგმება სხვადასხვა სახის ტრეინინგი, ენერგო აუდიტი და სხვ.

 

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY