რუსთავში ყალბი 100 დოლარიანების გასაღების ბრალდებით ერთ პირი დააკავეს

0
356

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ რუსთავში გაასაღა 13 600 აშშ დოლარის ოდენობის, ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

კომენტარები გამორთულია