138 რეგულირების ობიექტი შემოწმდება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

0
233

2017 წელს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რეგულირების ობიექტების შემოწმებათა გეგმის მიხედვით, 138 რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას განახორციელებს.

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეირჩა 99 რეგულირების ობიექტი, რომელთა ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემოწმება, დეპარტამენტის მიერ, ბოლო 2 წლის მანძილზე, არ განხორციელებულა ან ლიცენზიებს ეწურებათ მოქმედების ვადა ან შემოსულია ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრები (მთ შორის, ცხელ ხაზზე), ესენია:

– სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები;

– სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიები;

– ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიები.

ასევე, გათვალისწინებულია გარემოზე ზემოქმედების ნებართვით ან/და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემოწმება 39 რეგულირების ობიექტის შემთხვევაში. პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა ეკოლოგიურ ექსპერტიზის დაქვემდებარებული შემდეგი საქმიანობების შემოწმება:

– სახიფათო ნარჩენების მართვა;

– ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ტოქსიკური და სხვა საშიში ნივთიერებების საცავის განთავსება;

– ქიმიური მრეწველობა;

– საყოფაცხოვრებო ნარჩენების დამუშავება/ნაგავსაყრელის მოწყობა.

კომენტარები გამორთულია