ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში – მაღალტექნოლოგიური საფლავი

0
438

„სასაფლაოს სტუმრობისას, ალბათ ყოველივე ჩვენგანს, სანამ ჩვენი მიცვალებულის საფლავამდე მივსულვართ, გაგვიხედავს და დავკვირვებივართ სხვის საფლავებს. დავკვირვებივართ სურათებს, წლებს. მაგრამ რა ვიცით ამ ხალხის შესახებ?!”- საქართველოში ახალი კონცეფციის მქონე კომპანია გამოცნდა, რომელიც მიცვალებულების ისტორიებს ერთ პატარა „ქვაში” მოათავსებს და საფლავზე განათავსებს.
„ზოგი გმირი იყო, ზოგი გამომგონებელი, პოეტი ან მუსიკოსი, ან ადამიანი, რომელიც უყვარდათ იმ უბრალო მიზეზის გამო რომ იყო ადამიანი. ზოგის საფლავი განსხვავებულია, ზოგის კი საერთოდ მივიწყებული…  ჩვენი არსებობა კი სწორედ მაშინ მთავრდება, როცა ჩვენ აღარავის ვახსოვართ. ჩვენგან წასულებმა დატოვეს მოგონებები ჩვენს გულებში და ეს მოგონებები შევუნახოთ და გადავცეთ თაობებს. ქრონოსი არის პროექტი, რომლის მიზანია სამუდამოდ შევინახოთ ხსოვნა ჩვენგან წასულების შესახებ.” -აცხადებენ კომპანიაში.
ქრონოსი გარდაცვლილი ადამიანების წარმომადგენლების თანხმობით ინახავს ინფორმაციას გარდაცვლილის შესახებ: ისტორია მისი ცხოვრების შესახებ, აღსანიშნავი ფაქტები, სურათები და ვიდეოები. ქიუ არ (QR) ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება „ქრონოსი“ პატარა ზომის ქვა 10სმ x 10სმ, რომელზეც დატანილი იქნება ქიუ არი (QR). ქრონოსი მოთავსდება სასაფლაოზე სასაფლაოზე მისულ პირებს საშუალება ექნებათ ქიუ არ წამკითხველი აპლიკაციის მეშვეობით, გახსნან ამ პიროვნების ვებ გვერდი და გაიგონ უფრო მეტი ამ ადამიანის შესახებ.
საიტზე განთავსებული ინფორმაცია შეინახება მსოფლიოში არსებული ყველაზე მძლავრ „ღრუბლოვან“ სერვერებზე, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის დაცულობას და შენახვის მუდმივობას.

საიტის მეშვეობით, დაკარგული საფლავების მოძებნაც შესაძლებელი იქნება.

კომენტარები გამორთულია