ბოსტნეული კულტურების თესვა-რგვის და მოსავლის აღების ვადები

0
248

სოფლის მეურნეობის რენტაბელობისათვის საჭიროა მინდვრის კულტურები და ბოსტნეული კულტურები განლაგებული იქნას, აგროკლიმატური ფაქტორების მოთხოვნილების მიხედვით, ძირითადად სითბურ რეჟიმზე მათი დამოკიდებულების შესაბამისად.

აგროკლიმატური ზონების მახასიათებლების ცოდნა, საშუალებას იძლევა ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანა მათთვის ხელსაყრელ პირობებში მოხდეს.

საქართველოს ტერიტორია, ბუნებრივი პირობების და ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის მიხედვით დაყოფილია ზონებად და ქვეზონებად, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში.

დასავლეთ საქართველოში გამოყოფილია მებოსტნეობის  სამი ზონა:

1-დაბლობი-ბარის სუბტროპიკული, თბილი;
2-მთისწინა, ზომიერად თბილი;
3-მაღალმთიანი ცივი.

პირველი ზონა იყოფა სამ ქვეზონად, ხოლო მე-2 და მე-3 ზონა ორ ქვეზონად.

აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოყოფილია მებოსტნეობის  სამი ზონა:

1-ბარის, მშრალი სუბტროპიკული;
2-მთისწინა, ზომიერად თბილი, მშრალი;
3-მაღალმთიანი, ცივი.

აღმოსავლეთ საქართველოს სამივე ზონა იყოფა ორ-ორ ქვეზონად. ცხრილებში კარგად ჩანს ზონების და ქვეზონების მიხედვით ბოსტნეულის თესვა-რგვის და მოსავლის აღების კალენდარული ვადები.

მაგ: აღმოსავლეთ საქართველოს 1 ზონის 1 და მა-2 ქვეზონაში, ზღვის დონიდან 200-500 მეტრზე, კომბოსტოს ადრეული თესვა დასაშვებია 1 თებერვლიდან  20 თებერვლამდე, დარგვა 15 მარტიდან 25 მარტამდე, მოსავლის აღება 1 ივნისიდან 20 ივნისამდე.

ვფიქრობ, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანით დაინტერესებულთათვის  მეტად  გამოსადეგია აღნიშნული მასალების გაცნობა.

ნატო კაკაბაძე-სმმ დოქტორი. სამეცნიერო–კვლევით
ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის
დეპარტამენტის უფროსი, სმ აკადემიის ბოსტნეული
კულტურების  ეროვნული კოორდინატორი.

ბოსტნეული კულტურების თესვა-რგვის და მოსავლის აღების ვადები. აღმოსავლეთ საქართველოს I და II ზონა. 200-1000 მეტრი ზღვის დონიდან.

ბოსტნეული კულტურების თესვა-რგვის და მოსავლის აღების ვადები. აღმოსავლეთ საქართველოს მებოსტნეობის III ზონა 1200-2200 მეტრი ზღვის დონიდან.

ბოსტნეული კულტურების თესვა-რგვის და მოსავლის აღების ვადები. დასავლეთ საქართველოს I და II ზონა. 250-1000 მეტრი ზღვის დონიდან.

ბოსტნეული კულტურების თესვა-რგვის და მოსავლის აღების ვადები. დასავლეთ საქართველოს მებოსტნეობის III ზონა 1000-2100 მეტრი ზღვის დონიდან.

agrokavkaz.ge

კომენტარები გამორთულია