გამგეობას საჩუქრად სკოლამდელი განათლების სახელმძღვანელოები გადაეცა

0
246

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა სკოლამდელი განათლების ორენოვანი სახელმძღვანელოების სერია სახელწოდებით – „საბავშო ბაღებში“.
წიგნების სერია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა, რომლის მიზანია დაეხმაროს პედაგოგებსა და მშობლებს, უკეთ გააცნობიერონ ბავშვის განვითარების ინდივიდუალურობა და წარმატებით მოამზადონ სკოლისათვის.
წიგნების გადაცემის ცერემონიალს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილე აკიფ ალიევი, თვითმმართველობის თანამშრომლები, პროექტის ოფიცერი მარიამ წიქორიძე და ა(ა)იპ ბაგა– ბაღების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი ესწრებოდნენ.
ამ ეტაპისთვის, მარნეულის საბავშო ბაღები 2885 წიგნით მომარაგდა.
აღსანიშნავია, რომ წიგნების სერია „საბავშო ბაღები“ შექმნილია „ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტების“ მიხედვით. სერიების თემების მრავალფეროვნება სკოლამდელ ასაკში ზოგადი ცოდნის ამაღლებას ემსახურება, მრავალფეროვანი სავარჯიშოები კი აზროვნებისა და მოტორიკის განვითარებას უყობს ხელს.

კომენტარები გამორთულია