დატოვა თუ არა ქვემო ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა

0
1003

გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა დატოვა.

„ტელეგრაფი” გუბერნატორის ადმინისტრაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ხიზანაშვილის თანამდებობიდან წასვლა არ დაადასტურეს.

მიუხედავად ამისა, საუბარი მის წასვლასთან დაკავშრებით რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ამბობენ რომ, პაატა ხიზანაშვილი არაოფიციალურად თანამდებობიდან უკვე წასულია. რას უკავშირდება აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება უცნობია. ხიზანაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლაზე ინფორმაცია არჩევნების პერიოდშიც გავრცელდა და გუბერნატორობის რამდენიმე კანდიდატურაზე აქტიურად მიდიოდა კულუარებში საუბარი.

დატოვებს თუ არა თანამდებობას პაატა ხიზანაშვილი, სად წავა და ვინ იქნება მისი შემცვლელი ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

კომენტარები გამორთულია