თბილისი-რუსთავის გზის სამშენებლო არეალში მოყოლილ 10 პირს კომპენსაციის მისაღებად ვადა 25 აპრილამდე აქვს

0
744

გავრცელებული ინფორმაციით, თუ ოჯახები თანახმა არ იქნებიან, ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებაროს და კონპენსაცია აიღონ, მაშინ ფონდი მათ წინააღმდეგ სასამრთლოს მიმართავს.

როგორც ცნობილია, თბილისი-რუსთავის გზის სამშენებლო არეალში მოყოლილი 10 პირის ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

ექსპროპრიაციაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ეკონომიკის მინისტრის თანხმობა უკვე მოიპოვა. საუბარია იმ პირებზე, ვისთანაც ქონების დათმობაზე შეთანხმება ვერ მოხდა.აღნიშნულ პირებს შეთავაზებული კომპენსაციის თანხის, ან შეთავაზებული საკომპენსაციო ქონების გასაჩივრება სასამართლოში შეუძლია.

როგორც ცნობილია შენდება თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალი, სულ 17 კილომეტრი.

სამშენებლო არეალში მოყოლილი უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია.

http://თბილისი-რუსთავის გზის სამშენებლო არეალში მოყოლილ 10 პირს კომპენსაციის მისაღებად ვადა 25 აპრილამდე აქვს

კომენტარები გამორთულია