იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი შენობების მიმდებარედ, გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0
168

რუსთავის მერიის მიერ 2017 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თბილისის ქუჩაზე და მეგობრობის გამზირის მე-2 გასასვლელში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი შენობების მიმდებარედ, გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე დღეისთვის ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზატკეცილი+’’ ატარებს.
პარალელურად, რეაბილიტაცია უტარდება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის შენობის სახურავს.

კომენტარები გამორთულია