საქართველოში მესამე კანიონი ქვემო ქართლში მოეწყობა

0
3132

დაშბაშის კანიონი რამდენიმე წელიწადში, ერთ-ერთი ტურისტური ადგილი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. კანიონი წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშის მიმდებარედაა, რომელიც  ზღვის დონიდან 1110-1448 მეტრზე მდებარეობს.

„ტელეგრაფი“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ დაშბაშის კანიონი ამ დროისთვის ტურისტებისთვის საკმაოდ მოთხოვნადი ადგილია. სწორედ ამიტომ, მისი განვითარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება საჭირო და აუცილებელია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოდე დასრულდება. გეგმის შემუშავების შემდეგ კი, დაიწყება უშუალოდ პროექტზე მუშაობა, რომელმაც დაშბაშის კანიონის განვითარება უნდა უზრუნველყოს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფომრაციით, დაგეგმილია პარკის კეთილმოწყობა და იქ ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. ასევე, კანიონის ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე დაწყებულია ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რაც დაშბაშის კანიონის სამომავლო განვითარების წინაპირობა იქნება. ალგეთის ეროვნული პარკისთვის თანხა 2 მილიონი ევროს ოდენობით გერმანიის რეკოსნტრუქციის საკრედიტო ბანკიდან და გერმანიის მთავრობის მიერ არის გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა 2 კანიონში ოკაცეს და მარტვილის კანიონებშია მოწყობილი.

კომენტარები გამორთულია