ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

0
145

არსებული ინფორმაციით, პარლამენტში დეპუტატებს შორის ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე დაშავდა.

კახიძე რამდენიმე წუთის წინ კოლეგა დეპუტატმა, გიორგი ტუღუშმა პარლამენტის შენობიდან გაიყვანა. მას თავიდან სისხლი სდიოდა. არაოფიციალური ცნობით, დეპუტატთა ოთახში პარლამენტის რამდენიმე წევრს შორის, კერძოდ კი გიორგი კანდელაკსა და ვანო ზარდიაშვილს შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე მყოფთაგან ერთ-ერთმა საფერფლე ისროლა და კახიძეს მოხვდა.

კომენტარები გამორთულია