ცესკოს თანამშრომლებმა შესაძლოა სახელმწიფოსგან სპეციალური პენსია მიიღონ

0
302

კანონპროექტი, რომლის ავტორიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაა,  განსახილველად პარლამენტში უკვე შევიდა. პროექტის მიხედვით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები კომპენსაციის სახით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი წევრის ხელფასის მესამედს მიიღებენ. ხოლო, ცენტრალური სარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომლები, კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოსგან კომპენსაციას 65 წლის ასაკის მიღწევისას  ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში მიიღებენ, თუ 8 წელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში ექნებათ ნამუშევარი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი ბიურომ 10 აპრილს განიხილა. პარლამენტში დასამტკიცებლად კი უახლოეს სხდომაზე გავა. ხმათა უბრავლესობის მოპოვების შემდეგ კი კანონპროექტი ძალაში ოფიციალურად შევა.

უნდა დაენიშნოთ თუ არა ცეესკოს თანამშრომლებს სპეციალური პენსია

კომენტარები გამორთულია