არასრულწლოვანმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა

0
273

ნიუპრესის ინფორმაციით ქუთაისში, საკუთარ სახლში მეათეკლასელი გოგო ფარდის საკიდზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში გარდაცვლილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები გამორთულია