,,იპოვე შენი მომავალი ბიბლიოთეკაში“

0
91

,,იპოვე შენი მომავალი ბიბლიოთეკაში“ –  ამ სლოგანით ხვალიდან რუსთავში საბიბლიოთკო კვირეული 2017 გაიხსნება.

როგოც წინა წელს ორგანიზატორებმა წელსაც მრავალფეროვანი ღონისძებები დაგეგმეს. ლიტერატურული და პოეზიის საღამოები, შემოქმედებითი აქტივობები, ეს ის არასრული ჩამონათვალია რომელსაც საბიბლიოთეკო გაერთიანება წელს რუსთავის ბიბლიოთეკებში კვირეულის განმავლობაში უმასპინძლებს. ასევე იქნება გასვლითი ღონისძიება, შემოქმედებითი ტური ყაზბეგში – ,,ზევით აზიდული ღრუბლებს ეფერება, ჩვენი სიამაყე ერის საგანძური“.

“საბიბლიოთკო კვირეული 2017” 21 აპრილს გაიხსნება და 3 მაისს, გასულ წელს გაწეული სამუშაოს  შესახებ პრეზენტაციით და ნომინაციებში გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოებით დასრულდება.

კომენტარები გამორთულია

LEAVE A REPLY