მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა

0
334

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა.

გასულ თვეებში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 105 მილიონი დოლარი იყო, მაშინ როცა 2016 წლის იანვარ-მარტში, იმპორტმა 101 მილიონი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, აღნიშნული პროდუქციის წილი მთელ იმპორტში 6.2% იყო. მაშინ როცა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 6.8% იყო.

2017 წლის იანვრიდან “საგადასახადო კოდექსში” შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში კი გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.

კომენტარები გამორთულია