პრეზიდენტის ფუნქციები პრემირ-მინისტრს

0
133

ამ ვითარებაში ჩვენ რეალურად ვიღებთ არა იმას, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა, არამედ იმას, რომ პრეზიდენტის ფუნქციები გადავა პრემიერ-მინისტრთან, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის პროექტით პრეზიდენტისთვის ფორმალურად დატოვებულია ფუნქცია, მაგრამ რეალურად ყველა ფუნქციას სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანხმობა და ეს ფუნქციები პრემიერ-მინისტრის მიმართულებითაა გადასული.

„ამ ვითარებაში ჩვენ რეალურად ვიღებთ არა იმას, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა, არამედ ჩვენ ვიღებთ იმას, რომ პრეზიდენტის ფუნქციები გადავიდა პრემიერ-მინისტრთან, თორემ თვისობრივად არ შეცვლილა ამ თვალსაზრისით არაფერი. ვინ განიხილა საერთოდ უკეთესი, უარესი მხარეები, შესაძლებლობები, რასაც ქმნის საპარლამენტო რესპუბლიკა, ან ნახევრად საპრეზიდენტო ან საპრეზიდენტო. ვის მიუღია მონაწილეობა ასეთ დებატებში? ვის მოუსმენია საერთოდ ამ სისტემების უკეთესობისა და უარესობის თემა – არავის. ეს გადაწყდა, მაგრამ სად გადაწყდა, გაუგებარია. არადა კონსტიტუციის მიმართულებით მთავარი გადაწყვეტილება სწორედ იმ სულისკვეთებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომ კონსტიტუცია ყველასია. შესაბამისად, ჩემთვის ამ საკითხში უზენაესი და დემოკრატიის ხარისხი არის ქართველი ხალხის ნება“,  განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები გამორთულია